Legal
Samsung Knox-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ძალაში შესვლა: 08.01.2021
Samsung Electronics Co., Ltd. („Samsung,”) იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობა მისი მომხმარებლებისთვის თუ მათი თანამშრომლებისა და პარტნიორებისთვის და ჩვენ ვიღწვით, რომ ნათელი იყოს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვამჟღავნებთ, გადავცემთ და ვინახავთ თქვენს ინფორმაციას. აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში წარმოდგენილია ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიის მიმოხილვა, რაც უკავშირდება პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას Samsung Knox-ის ან სხვა სერვისების საშუალებით, რომლებიც დაკავშირებულია ან ეხება აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას (ერთობლივად „ბიზნესის სერვისები”).
შეიძლება პერიოდულად მოხდეს აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლოტიკის განახლებები, რათა ასახოს პერსონალურ ინფორმაციულ ტექნოლოგიაში მომხდარი ცვლილებები საქმიანობის სერვისებთან მიმართებაში ან მოქმედ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკის დასაწყისში ჩვენ მივუთითებთ როდის მოხდა ბოლოდროინდელი განახლება. თუ ჩვენ განვაახლებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ჩვენ წინასწარ გაცნობებთ იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც მივიჩნევთ არსებითად, საქმიანობის სერვისებზე შეტყობინების განთავსებით ან თქვენთვის ელწერილის გამოგზავნის გზით, როცა ეს აუცილებელია.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ?
ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ სხვადასხვა ტიპის პერსონალური ინფორმაცია საქმიანობის სერვისებთან დაკავშირებით.
მაგალითად:
- ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, ელფოსტის მისამართი, ქვეყანა და საკონტაქტო დეტალები, სამსახურეობრივი პოზიცია და თანამდებობა, კომპანია, რეგისტრაციის დეტალები, ინფორმაცია მართული მოწყობილობების შესახებ (მაგალითად, IMEI, სერიული ნომერი, მოდელის დასახელება) და ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელსაც თქვენ გამოგვიგზავნით ან წარმოგვიდგენთ;
- ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ მონაცემები თქვენს მიერ საქმიანობის სერვისების გამოყენების შესახებ, მათ შორის თქვენს მიერ გამოყენებული დრო და ხანგრძლივობა, ქუქი-ფაილებში შენახული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დავაყენეთ თქვენს მოწყობილობაზე და ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის პარამეტრების შესახებ;
- ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია იმ პროდუქტების და სერვისების შესახებ, რომლებიც თქვენ ან თქვენმა დამსაქმებელმა იყიდა ან მიიღო და გადახდის მონაცემები და სხვა ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია ტრანზაქციებთან დაკავშირებით;
- ჩვენ ასევე შეგვიძლია მივიღოთ პერსონალური ინფორმაცია თქვენს შესახებ თქვენი დამსაქმებლის ან სერვისის მომწოდებლის საშუალებით ან საჯაროდ და კომერციულად ხელმისაწვდომი წყაროებიდან (კანონის დაშვებული წესებით), რაც შეგვიძლია გავაერთიანოთ სხვა ინფორმაციასთან, რაც მივიღეთ თქვენგან ან თქვენს შესახებ.
როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას?
ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი მიზნებისთვის:
- თქვენს მიერ (ან თქვენი დამსაქმებლის მიერ) მოთხოვნილი პროდუქტების და სერვისების მოსაწოდებლად და თქვენი და თქვენი მოწყობილობის დასარეგისტრირებლად და ავტორიზაციისთვის;
- შემოგთავაზოთ უფრო უკეთესი და მეტად პერსონალიზებული პროდუქტები და სერვისები, თქვენი კომპანიის მიერ შესწყიდვების ისტორიის და სერვისის ჩანაწერის და სხვა შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში;
- თქვენი ცალკე თანხმობის შემთხვევაში, როდესაც ეს მოითხოვება მოქმედი კანონით, შეგატყობინოთ ახალი პროდუქტების და სერვისების შესახებ;
- ჩვენი ბაზრის, მომხმარებლების, პროდუქტებისა და სერვისების შესაფასებლად და ანალიზისთვის (მათ შორის, გთხოვოთ თქვენი აზრის გამოხატვა ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ და მომხმარებელთა გამოკითხვა);
- იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებენ კომპანიები საქმიანობის სერვისებს, რათა ჩვენ შევძლოთ მათი გაუმჯობესება და ახალი პროდუქტების და სერვისების შემუშავება;
- ტექნიკური მომსახურების სერვისების მოსაწოდებლად და საქმიანობის სერვისებზე უსაფრთხოების საკმარისი დონის შესანარჩუნებლად;
- Samsung-ის ან რომელიმე შესაბამისი შვილობილი კომპანიის, საქმიანი პარტნიორის, დასაქმებულის ან მომხმარებლის უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დასაცავად (მაგალითად, სამართლებრივი განხილვების, შიდა გამოძიებების და კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებების დროს); და
- სხვა შემთხვევაში კი, ცალკე თანხმობით ან როგორც აღწერილი იყო მაშინ, როდესაც მოხდა ინფორმაციის შეგროვება.
საქმიანობის სერვისების საშუალებით, დროთა განმავლობაში ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ პერსონალური ინფორმაცია ონლაინ აქტივობის შესახებ ვებგვერდებიდან, დაკავშირებული მოწყობილობებიდან და მესამე მხარის ვებგვერდებიდან, მოწყობილობებიდან, აპლიკაციებიდან და სხვა ონლაინ ფუნქციებისა და სერვისებიდან. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარის ანალიტიკური სერვისები საქმიანობის სერვისებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიცაა Google Analytics. სერვისის მომწოდებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ანალიტიკურ სერვისებს გვეხმარებიან, გავაანალიზოთ საქმიანობის სერვისების გამოყენება და გავაუმჯობესოთ საქმიანობის სერვისები. მოპოვებული ინფორმაციის გამჟღავნება ან შეგროვება შეიძლება მოხდეს უშუალოდ ამ პროვაიდერებისა და სხვა შესაბამისი მესამე მხარის მიერ, რომლებიც იყენებენ ინფორმაციას (მაგალითად, საქმიანობის სერვისების გამოყენების შესაფასებლად, საქმიანობის სერვისების გაუმჯობესების დასახმარებლად და ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტირებისთვის). დამატებითი ინფორმაციისთვის Google Analytics-ის შესახებ იხილეთ http://www.google.com/analytics/learn/privacy.html და https://www.google.com/policies/privacy/partners/.
ვის გავუმჟღავნებთ ინფორმაციას?
თქვენი თანხმობის გარეშე ჩვენ არ ვუმჟღავნებთ ინფორმაციას მესამე მხარეებს მათი დამოუკიდებელი მარკეტინგული ან ბიზნეს მიზნებისთვის. მაგრამ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია შემდეგ პირებს:
- Samsung-ის შვილობილ კომპანიებს;
- მესამე მხარეებს, როდესაც საჭიროა მოთხოვნილი პროდუქტების და სერვისების მოწოდება. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ მონაცემები გადახდების შესახებ ფინანსურ დაწესებულებებს, თუ ეს აუცილებელია, თქვენს მიერ მოთხოვნილი ტრანზაქციების დასამუშავებლად;
- კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სერვისების მოწოდებას ჩვენთვის ან ჩვენი სახელით, როგორიცაა კომპანიები, რომლებიც გვეხმარებიან ანგარიშების დამუშავებაში;
- სხვა კომპანიებს: (i) კანონის დასაცავად ან სავალდებულო სასამართლო პროცესის საპასუხოდ (მაგალითად, ძებნის ორდერი ან სასამართლოს სხვა დადგენილება); (ii) იმ პოლიტიკასთან შესაბამისობის შესამოწმებლად ან უზრუნველსაყოფად, რომელიც არეგულირებს ჩვენი საქმიანობის სერვისებს; (iii) Samsung-ის ან ჩვენი შესაბამისი შვილობილი კომპანიების, საქმიანი პარტნიორების ან მომხმარებლების უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დასაცავად; (iv) როგორც კომპანიის შერწყმის ან გადაცემის ნაწილი ან გაბანკროტების შემთხვევაში;
- სხვა მესამე მხარეებს, როდესაც თქვენ აცხადებთ თანხმობას ან მოითხოვთ ასეთ გაზიარებას.
მასალები, რომლებსაც ათავსებთ ვებგვერდის საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილებში, მობილური აპლიკაცია ან სხვა ონლაინ სერვისები (როგორიცაა საინფორმაციო დაფები), შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სანახავად საქმიანობის სერვისების სხვა მომხმარებლებისთვის. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და არ ვართ პასუხისმგებლები, თუ საქმიანობის სერვისების სხვა მომხმარებლები როგორ შეიძლება იყენებდნენ ამ ინფორმაციას. მაგალითად, პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც წარადგენთ საჯარო ზონებში, შეიძლება შეგროვდეს და გამოყენებულ იქნას სხვების მიერ, რათა გამოგიგზავნონ არასასურველი შეტყობინებები ან სხვა მიზნებისთვის.
როგორ ვიცავთ ინფორმაციის უსაფრთხოებას?
ჩვენ მივიღეთ გონივრული ფიზიკური და ტექნიკური ზომები, მათ შორის მონაცემთა ბაზის დაშიფვრა, რათა დავიცვათ ინფორმაცია, რასაც ვაგროვებთ საქმიანობის სერვისებთან დაკავშირებით. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ინფორმაციის დასაცავად ჩვენი მხრიდან გადადგმული სათანადო ნაბიჯების მიუხედავად, არცერთი ვებგვერდი, ინტერნეტ-გადაცემა, კომპიუტერული სისტემა თუ უსადენო კავშირი არ არის სრულად დაცული.
სად გადავცემთ ინფორმაციას?
თქვენს მიერ საქმიანობის სერვისების გამოყენება ან მათში მონაწილეობა შეიძლება გულისხმობდეს ინფორმაციის გადაცემას, შენახვას და დამუშავებას საცხოვრებელი ადგილის გარეთ, აღნიშნული პოლიტიკის შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა იმ ქვეყნების მონაცემთა დაცვის თუ სხვა კანონები, რომლებშიც თქვენი ინფორმაცია შეიძლება გადაიცეს, არ იყოს ისეთი ყოველმხრივი, როგორიც თქვენს ქვეყანაში. ჩვენ მივიღებთ სათანადო ზომებს, მოქმედი კანონის შესაბამისად, რომ უზრუნველვყოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვა.
შეიძლება თუ არა გქონდეთ წვდომა თქვენს ინფორმაციასთან?
ზოგიერთი იურისდიქციული კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გქონდეთ ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაციის დეტალების მოთხოვნისა და ამგვარ ინფორმაციაში უზუსტობების შესწორების უფლება. ჩვენ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ისეთი მოთხოვნების დამუშავებაზე, რომლებიც უმიზეზოდ მეორდება, მოითხოვს შეუსაბამო ტექნიკურ ძალისხმევას, საფრთხეს უქმნის სხვების კონფიდენციალურობას, მეტისმეტად არაპრაქტიკულია ან რომლებისთვისაც წვდომა არ არის აუცილებელი ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ გსურთ გააკეთოთ მოთხოვნა თქვენს ინფორმაციაზე წვდომის შესახებ, გთხოვთ, მოგვმართოთ იმ მეთოდების საშუალებით, რომლებიც მოცემულია აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკის პუნქტში კონტაქტი.
თუ პერსონალური ინფორმაციის წაშლას მოითხოვთ, თქვენ აცნობიერებთ, რომ შეიძლება ვერ შეძლოთ საქმიან სერვისებზე წვდომა და მათი გამოყენება და შეიძლება პერსონალური ინფორმაციის ნაწილი გარკვეული დროით კვლავ დარჩეს Samsung-ის ჩანაწერებსა და არქივებში, მაგრამ Samsung-ი ამ ინფორმაციას არ გამოიყენებს კომერციული მიზნებისთვის. თქვენ გესმით, რომ წაშლის მოთხოვნის მიუხედავად, Samsung იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია ან მისი შესაბამისი ნაწილი, თუ Samsung შეაჩერებს, შეზღუდავს ან შეწყვეტს ვებგვერდთან თქვენს წვდომას Samsung-ის პირობების და დებულებების დარღვევის გამო, როდესაც საჭიროა Samsung-ის ან ჩვენი შესაბამისი შვილობილი კომპანიების, საქმიანი პარტნიორების, თანამშრომლების ან მომხმარებლების უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.
რამდენი ხნით ინახება ინფორმაცია?
ჩვენ ვდგავთ სათანადო ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინფორმაცია შენახული იყოს მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელი იყო მისი შეგროვების დროს, გათვალისწინებულია კონტრაქტით ან მოქმედი კანონმდებლობით.
მესამე მხარის ბმულები და პროდუქტები ჩვენს სერვისებში
საქმიანობის სერვისებში შეიძლება მითითებული იყოს ბმულები მესამე მხარის ვებგვერდებსა და სერვისებზე, რომლებიც ჩვენს კონტროლს მიღმაა. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ვებგვერდების ან სხვა სერვისების უსაფრთხოებაზე და არც მათ მიერ შეგროვებული რომელიმე ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე. თქვენ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და გაეცნოთ გამოყენებული მესამე მხარის ვებგვერდებისა და სერვისების მოქმედ კონფიდენციალურობის დებულებებს.
ქუქი-ფაილები, რადიოშუქურები და მსგავსი ტექნოლოგიები
კონკრეტულ მესამე მხარეებთან ერთად, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი საქმიანობის სერვისების შესახებ მასალის, რეკლამის ან სხვა ფუნქციების მოწოდებას, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები, რადიოშუქურები და მსგავსი ტექნოლოგიები ჩვენი საქმიანობის სერვისების კონკრეტულ სფეროებში.
ქუქი-ფაილები
ქუქი-ფაილები მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც მოწყობილობაში ინახავენ ინფორმაციას. მათი საშუალებით სუბიექტს, რომელიც მოწყობილობაში ქუქი-ფაილებს ათავსებს თქვენი ამოცნობა შეუძლია სხვადასხვა ვებგვერდზე, სერვისში, მოწყობილობებში და/ან ბრაუზერის სესიებში. ქუქი-ფაილები მრავალ სასარგებლო მიზანს ემსახურებიან. მაგალითად:
- ქუქი-ფაილების მეშვეობით შესაძლებელია ავტორიზაციის მონაცემების შენახვა, რისი წყალობითაც, სერვისის სისტემაში ყოველი შესვლისას, ამ მონაცემების ხელახლა შეყვანა აღარ არის საჭირო.
ჩვენ და მესამე მხარეებს ქუქი-ფაილები ჩვენი სერვისების ყველაზე პოპულარული ნაწილების გამოვლენაში გვეხმარება, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია როგორც იმ გვერდებისა და ფუნქციების ნახვა, რომლებსაც მომხმარებლები სტუმრობენ, ასევე იმის გამოთვლა, თუ რა დროს ატარებენ ამ გვერდებზე. ამგვარი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე შესაძლებელია უკეთ ადაპტირებული და გაუმჯობესებული საქმიანობის სერვისების შეთავაზება.
- ჩვენ და მესამე მხარეებს ქუქი-ფაილები თქვენს მიერ უკვე ნანახი რეკლამის დადგენაში გვეხმარება და შესაბამისად, MSS სერვისზე ყოველი წვდომისას ერთი და იგივე რეკლამას აღარ იხილავთ.
- საქმიანობის სერვისების და სხვა ვებგვერდებისა თუ აპლიკაციების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით, ქუქი-ფაილები ჩვენ და მესამე მხარეებს გვეხმარება, შემოგთავაზოთ რელევანტური მასალა და რეკლამა.
საქმიანობის სერვისებზე ვებ-ბრაუზერის მეშვეობით წვდომის შემთხვევაში, შეგიძლიათ ბრაუზერის კონფიგურაცია იმგვარად, რომ მან მიიღოს ყველა ქუქი-ფაილი, უარყოს ყველა ქუქი-ფაილი, ან გაცნობოთ ქუქი-ფაილის გამოგზავნის შესახებ. ყოველი ბრაუზერი განსხვავებულია, ამიტომ გაეცანით თქვენი ბრაუზერის „დახმარების” მენიუს, რათა შეიტყოთ, თუ როგორ შეცვალოთ ქუქი-ფაილებთან დაკავშირებული პარამეტრები. თქვენი მოწყობილობის ოპერატიული სისტემა შეიძლება შეიცავდეს ქუქი-ფაილების მართვის დამატებითი კონტროლის საშუალებებს.
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი საქმიანობის სერვისი შეიძლება შექმნილი იყოს ისე, რომ მოითხოვდეს ქუქი-ფაილების გამოყენებას და ქუქი-ფაილების გათიშვამ შეიძლება გავლენა იქონიოს მსგავსი საქმიანობის სერვისებით ან მათი კონკრეტული ნაწილებით სარგებლობაზე.
სხვა ადგილობრივი საცავი
როგორც ჩვენ, ისე ზოგიერთმა მესამე მხარემ, ჩვენი საქმიანობის სერვისებისთვის შეიძლება გამოიყენოს ადგილობრივი შენახვის სხვა ტექნოლოგიები, როგორიცაა ლოკალური საერთო ობიექტები (ასევე ცნობილი, როგორც „Flash ქუქი-ფაილები”) და HTML5-ის ადგილობრივი საცავი. ეს ტექნოლოგიები ზემოთ განხილული ქუქი-ფაილების მსგავსია იმ მხრივ, რომ ისინი თქვენს მოწყობილობაში ინახება და მათი გამოყენება შეიძლება თქვენი აქტივობისა და პარამეტრების შესახებ გარკვეული ინფორმაციის შესანახად. თუმცა, სტანდარტული ქუქი-ფაილებისგან განსხვავებით, ამ ტექნოლოგიებს მოწყობილობების სხვა ნაწილებით სარგებლობა შეუძლია და შესაბამისად, შეიძლება თქვენ ვერ შეძლოთ მათი გაკონტროლება ბრაუზერის სტანდარტული ხელსაწყოებისა თუ პარამეტრების მეშვეობით. Flash ქუქი-ფაილებში შენახული ინფორმაციის გასათიშად ან წასაშლელად გთხოვთ, დააწკაპუნოთ აქ.
რადიოშუქურები
როგორც ჩვენ, ისე ზოგიერთმა მესამე მხარემ, შეიძლება ასევე გამოვიყენოთ რადიოშუქურას (ან „პიქსელების”) სახელით ცნობილი ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც ინფორმაცია თქვენი მოწყობილობიდან სერვერს გადაეცემა. რადიოშუქურის ჩაშენება შესაძლებელია ონლაინ მასალაში, ვიდეოებში თუ ელფოსტაში და ისინი სერვერს მოწყობილობიდან ინფორმაციის გარკვეული ტიპის წაკითხვაში, კონკრეტული მასალის თუ ელფოსტის ნახვის ადგილის, თარიღისა და დროის, თუ მოწყობილობის IP მისამართის მიღებაში ეხმარება. როგორც ჩვენ, ისე ზოგიერთი მესამე მხარე, რადიოშუქურებს სხვადასხვა მიზნით ვიყენებთ, მათ შორის, ჩვენი სერვისებით სარგებლობის ანალიზისა და (ქუქი-ფაილებთან ერთად) თქვენთვის რელევანტური შიგთავსისა და რეკლამის უზრუნველსაყოფად.
სერვისებზე წვდომით და მათი გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით თქვენს მოწყობილობებში ქუქი-ფაილების, ადგილობრივი შენახვის სხვა ტექნოლოგიების, რადიოშუქურების და სხვა ინფორმაციის შენახვას. თქვენ ასევე ეთანხმებით ჩვენი და ზემოთ ხსენებული მესამე მხარეების მიერ ამგვარ ქუქი-ფაილებზე, ადგილობრივი შენახვის ტექნოლოგიებზე, რადიოშუქურებსა და ინფორმაციაზე წვდომას.
კონტაქტი
აღნიშნულ პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ შემდეგზე:
Samsung Electronics Co., Ltd.
Mobile Division B2B PM Group
dataprivacy@samsungknox.com